ფეხბურთი

14:08 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ჩემთვის გაუგებარია გრანდებმა კვარაცხელია ხელიდან როგორ გაუშვეს"

იტალიური ტელეკომპანია Rai-ს ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ არ მიაქციეს ყურადღება ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს ევროპულმა გრანდებმა.

„ვერ ვიგებ, როგორ გაუშვეს ევროპულმა ტოპკლუბებმა ხელიდან ისეთი სუფთა ნიჭი, როგორიც კვარაა. ამიტომ, უნდა შევაქო ჯუნტოლი ამ გარიგებისთვის. ის ძალიან ახალგაზრდაა და დიდი ტალანტი აქვს, შეუძლია მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდა. ინსინიემ „ნაპოლის“ ბევრი რამ მისცა, „აძურის“ ისტორიაში მეორე გოლეადორია, მაგრამ რამდენი ჩვენგანი შეცვლიდა მას ქართველი ფეხბურთელით?“, - თქვა პერილომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ორი საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108575