ფეხბურთი

1:11 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია ჯგუფში გალიდერდა, საფრანგეთმა ბოლო ადგილს თავი დააღწია

უეფას ერთა ლიგაზე A დივიზიონის ორ ჯგუფში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება. პირველ ჯგუფში ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ლიდერიც შეიცვალა.

ხორვატიის ნაკრებმა ზაგრებში დანია დაამარცხა (2:1), რის შედეგადაც, ზლატკო დალიჩის გუნდმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში გალიდერდა, ხოლო დანია 9 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითდა. პირველობისთვის ეს გუნდები იბრძვიან და ბოლო ტურში დანიელები საფრანგეთს უმასპინძლებენ, ხოლო ხორვატები ავსტრიას ესტუმრებიან. ამავე ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა, როგორც იქნა თამაში მოიგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა შინ კილიან მბაპესა და ოლივიე ჟირუს გოლებით აჯობა ავსტრიას, შედეგად 5 ქულა დააგროვა და იმავე ავსტრიის ნაკრებს ქულით გაასწრო. მოგეხსენებათ, ბოლოადგილოსანი B დივიზიონში გავარდება.

ორი მატჩი გაიმართა მეოთხე ჯგუფში, სადაც ნიდერლანდების ნაკრებმა სტუმრად პოლონეთი იოლად, 2:0 დაამარცხა, 13 ქულა დააგროვა და ძალიან ახლოსაა პირველ ადგილთან, რადგან ბელგიას 3 ქულით უსწრებს, ბოლო ტურში კი შინ დაუპირისპირდება, თან სტუმრად 4:1 აქვს მოგებული. ბელგიის ნაკრებმა თავის მხრივ, უელსი 2:1 დაამარცხა. ბოლო ადგილის ბედი უელსისა და პოლონეთის დუელში უნდა გაირკვეს. ამ დროისთვის პოლონეთს უპირატესობა აქვს - მეტოქეს 3 ქულით უსწრებს და შინ 2:1 აჯობა, თუმცა ბოლო ტურში გასვლაზე ეთამაშება და უელსი გამარჯვების შემთხვევაში პოლონეთს დიდი ალბათობით ურთიერთშეხვედრების ან ბურთების ბალანსის წყალობით აჯობებს.

ბელგია - უელსი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (10), 2:0 ბატშუაი (37), 2:1 მური (50)

პოლონეთი - ნიდერლანდები 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გაკპო (13), 0:2 ბერგვაინი (60)

საფრანგეთი - ავსტრია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მბაპე (56), 2:0 ჟირუ (65)

ხორვატია - დანია 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 სოსა (49), 1:1 ერიკსენი (77), 2:1 მაიერი (79)

თეგებიერთა ლიგა
0.102823