ფეხბურთი

11:52 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„უდინეზეს“ მეკარემ რონალდუს მის კლუბში გადასვლა შესთავაზა

„უდინეზეს“ მეკარემ, მარკო სილვესტრიმ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, მის კლუბში გადასვლა შესთავაზა.

„კვლავ დიდი ამბიციები მაქვს. მოტივაციაც არ მაკლია. პორტუგალიის ნაკრებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის. ასევე მინდა მომავალ ევროზეც ვითამაშო.“ - განაცხადა კრიშტიანუმ რამდენიმე დღის წინათ.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში სილვესტრი გამოეხმაურა და რონალდუს მის კლუბში გადასვლა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზემ“ კარგად დაიწყო მიმდინარე სერია A-ს სეზონი და 7 ტურის შემდეგ 16 ქულით ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109503