ფეხბურთი

10:12 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ სიმეონეს არ გაათავისუფლებს

მადრიდის „ატლეტიკო“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს არ გაათავისუფლებს - წერს AS.

წყაროს ინფორმაციით, არგენტინელ სპეციალისტს კლუბში ენდობიან და მის დათხოვნაზე საუბარი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია მიმდინარე შედეგებით.

„ატლეტიკო“ სიმეონეს მუშაობის და მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას სეზონის ბოლონდე მისცემს.

შეგახსენებთ, რომ მე-6 ტურის შემდეგ 10 ქულით „ატლეტიკო“ პრიმერა დივიზიონის ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

0.109573