ფეხბურთი

0:43 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარეკა: "კვარაცხელიას ჯერ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ კლასი უკვე ეტყობა"

„ნაპოლისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კარეკამ Spazio Napoli-სთან ინტერვიუში ლორენცო ინსინიე და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა. როგორც მან თქვა, ინსინიემ „ნაპოლის“ ისტორია დაწერა, ხვიჩას კი ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ მასში კლასი უკვე დაინახა.

„კვარაცხელია თუ ინსინიე? ლორენცომ ბევრი გააკეთა „ნაპოლისთვის“. ქართველი გუნდში ახლახან მივიდა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლო. ის ახალგაზრდაა და დიდი ხარისხი აქვს. ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს, რადგან მისი კარგი თამაშით „ნაპოლის“ გაჩემპიონების შანსი ექნება“, - თქვა კარეკამ.

შეგახსენებთ, რომ კარეკა „ნაპოლიში“ 1987-1993 წლებში თამაშობდა და 164 მატჩში 73 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში მან 64 თამაშში თავი 30-ჯერ გამოიჩინა.

0.112366