ფეხბურთი

17:10 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელის მოთხოვნები გამოაშკარავდა, ესპანურმა მედიამ მესის წასვლის დეტალებზე ისაუბრა

მას შემდეგ, რაც არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიური „ბარსელონა“ დატოვა - წელიწადზე მეტი გავიდა. 35 წლის სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.

ცოტა ხნის წინ კი ესპანურმა პრესამ მესის წასვლის მიზეზებზე დაწერა. მათ ხელთ ჩაუვარდათ ლიონელის მამის, კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსა და აღმასრულებელ დირექტორ ოსკარ გრაუს შორის არსებული მიმოწერა, სადაც მესი „ბლაუგრანას“ პირობებს უყენებდა, რომელზეც კლუბი არ დასთანხმდა.

კერძოდ, ლიონელს სურდა კონტრაქტი 2023 წლამდე გახანგრძლივებულიყო. შეთანხმებაში შედიოდა პუნქტი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით, რომელიც არგენტინელის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული. რაც შეეხება ხელფასს, ის უნდა გაზრდილიყო მანამდე არსებული რაოდენობის 3%-ით. გარდა ამისა, არგენტინელს სურდა 10 მილიონი ევროს ბონუსი კონტრაქტის გაფორმებისთვის. განსაკუთრებული ადგილი მისი და ლუის სუარესის ოჯახისთვის „ნოუ კამპის“ ვიპ ლოჯაში, ასევე პირადი თვითმფრინავი, რომელიც მესის ოჯახს საშობაო არდადეგებზე არგენტინაში გადაიყვანდა.

ლიონელს ასევე უნდოდა საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებული ფინანსური ზარალისგან თავის აეიდება და ეს ყველაფერი არ არის. მან ასევე მოითხოვა კლუბს კონტრაქტი გაეფორმებინა მის პირად აგენტთან. ყველაფერ ამაზე „ბარსელონამ“ უარი თქვა და ფეხბურთელი იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ მესი კალალონიური კლუბის ღირსებას 2004-2021 წლების სეზონში იცავდა და 520 შეხვედრაში 474 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11497