ფეხბურთი

10:51 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო პიცული: "კვარაცხელია მარადონას არ უნდა შევადაროთ, მაგრამ სერია A-ს ბრწყინვალედ მოერგო"

ლეგენდარულმა იტალიელმა კომენტატორმა ბრუნო პიცულმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დიეგო მარადონასთან შედარება კარგი არ არის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლისა“ და სერია A-ს მართლაც იდეალურად მოერგო.

„კვარადონა? თქვენ მისთვის სასიკეთოს არ აკეთებთ თუ ისეთ ლეგენდას ადარებთ, როგორიც მარადონაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად მოულოდნელი გავლენა აჩვენა, მოერგო გარემოს და იტალიურ ფეხბურთს. თუნდაც ის ფაქტი, როგორ დახვდნენ თანაგუნდელები და როგორ აღფრთოვანებული არიან მისით ნეაპოლელი გულშემატკივრები, მოწმობს „ნაპოლისა“ და ჩვენს ჩემპიონატში მის ბრწყინვალე შერწყმაზე“, - თქვა პიცულმა.

აქვე გეტყვით, რომ ბრუნო პიცული ტელეკომპანია Rai-ს კომენტატორი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იყო და იტალიის ნაკრების ყველა შეხვედრაზე მუშაობდა.

0.112226