ფეხბურთი

10:19 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო „ბენევენტოს“ მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

კანავარო კლუბთან ორწლიან კონტრაქტს დღეს გააფორმებს, ხვალ კი მედიის წინაშე წარადგენენ. 49 წლის იტალიელს 2019 წლის შემდეგ მწვრთნელად არ უმუშავია და საერთოდაც, იტალიურ კლუბს პირველად გაწვრთნის.

კანავაროს აქამდე „გუანჯოუში“, „ალ-ნასრიში“, „ტიანჯინსა“ და ჩინეთის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.

„ბენევენტო“ სერია B-ში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-13 ადგილზეა, რის გამოც ფაბიო კაზერტა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112522