ფეხბურთი

14:50 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ „უკრაინელ ნეიმარს“ არ ეშვება

დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველი, მიხაილ მუდრიკი, კვლავაც ლონდონის „არსენალის“ ინტერესთა სფეროშია. თუმცა „მეთოფეებს“ ხუთ კლუბთან მოუწევთ კონკურენცია 21 წლის შუახაზელის გამო, რომელსაც „უკრაინელი ნეიმარი“ შეარქვეს - წერს The Sun.

წყაროს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „არსენალი“ მუდრიკს პირად პირობებზე შეუთანხმდა, თუმცა გადასვლა არ განხორციელდა. ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას ძალიან მოსწონს მუდრიკი და იანვარში მისი ტრანსფერის საკითხს ისევ დაუბრუნდება, რადგან უკრაინელმა გაბრიელ მარტინელის გაუწიოს კონკურენცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1153