ფეხბურთი

14:26 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კასანო კვარაცხელიაზე: "სერია A-ში ასე სწრაფად მსგავსი გავლენა მხოლოდ რონალდოს ჰქონდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის საოცარი მოთამაშეა.

კასანოს აზრით, სერია A-ში ასეთ მოკლე პერიოდში მსგავსი გავლენა კვარაცხელიამდე მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა.

„კვარაცხელიასა და ლობოტკას ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლიათ. ამიტომაც, ჩემი კომპლიმენტები სპალეტის, რომელმაც ისინი გააუმჯობესა. კვარა გასაოცრად ძლიერია. ძალიან ცოტა მოთამაშეს, ალბათ მხოლოდ ფენომენ რონალდოს ჰქონდა მსგავსი გავლენა სერია A-ში გადასვლისას. დრიბლინგი აქვს, კარში ურტყამს, სწრაფია, მას ყველაფერი შეუძლია“, - თქვა კასანომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111739