ფეხბურთი

21:00 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: "ეს უკვე ანომალიაა, სერია A-ში იტალიელებს არ ათამაშებენ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ იტალიური კლუბები იტალიელ ფეხბურთელებს არ ენდობიან, რაც ნაკრებსაც დაეტყო და სერია A საჭირო კადრებს ვერ აწვდის.

მანჩინი განსაკუთრებით წუხს თავდასხმის ხაზზე, სადაც მისი თქმით, არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს.

„მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრებში ვმუშაობ, სერია A-ში იტალიელების რიცხვი მცირდება. რა თქმა უნდა, ანომალიაა, რომ სერია A-ში ძალიან ცოტა იტალიელი ფეხბურთელი თამაშობს. სამწუხაროდ, დიდ გუნდებს გარკვეული პერიოდია მხოლოდ უცხოელი თავდამსხმელები ჰყავთ. ერთადერთი, ვინც აქ გვყავს, ჩირო იმობილეა. იმედი მაქვს, ეს შეუქცევადი პროცესი არ არის და მალე 2-3 ფორვარდი გამოჩნდება, რომლებიც შეიძლება ეროვნული ნაკრების მომავალი გახდნენ. ეს ჩვენთვის არცთუ ისე პატარა პრობლემაა“, - თქვა მანჩინიმ.

0.109058