ჭიდაობა

22:12 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილის ბრინჯაო: საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს გივი მაჭარაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მოჭიდავემ გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრეთის სახელით მოასპარეზე ვლადისლავ ბაიცაევი 5:3 დაამარცხა. გივი 0:2 მარცხდებოდა და ბრძოლის დასრულებამდე 10 წამი რჩებოდა, როცა 4-ქულიანი ილეთით დაწინაურდა და საბოლოოდ იმარჯვა.

მაჭარაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასი 10:0 დაამარცხა, მერე ყაზახ მამედ იბრაგიმოვს აჯობა (8:2), მეოთხედფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოასპარეზე ნაგომედგაჯი ნუროვს 6:4 სძლია, თუმცა ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ბატირბეკ ცაკულოვთან 0:8 წააგო ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად ამ გზით მივიდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროსა და ვერცხლის მედლის გარეშე დაასრულა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლებიც ზურაბ იაკობიშვილის (70 კგ), გენო პეტრიაშვილის (125 კგ), მირიან მაისურაძისა (92 კგ) და გივი მაჭარაშვილის (97 კგ) ანგარიშზეა.

0.113048