რაგბი

20:32 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა მსოფლიო რაგბის მაღალი დონის დელეგაციასთან

მნიშვნელოვანი და სასაგებლო სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს, თბილისში. რაგბის კავშირმა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელს პიტერ ჰორნს (ავსტრალია) და საშეჯიბრებო მიმართულებების ხელმძღვანელს ნაიჯელ კასს (ახალი ზელანდია) უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრას გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა, აღმასრულებელი დირექრტორი თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელი მსოფლიო რაგბის საბჭოში გიორგი ნიჟარაძე და კავშირის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტუმრებმა დამსწრე მენეჯმენტს წარუდგინეს მსოფლიო რაგბის სტრუქტურა და ზემოთ ხსსენებული – ორი მიმართულების საქმიანობის ძირითადი ასპექტები და სპეციფიკა. შეხვედრა ნაყოფიერად და საქმიანად წარიმართა, სტუმრებმა სიღრმისეულად უპასუხეს მრავალრიცხოვან კითხვებს და ასევე მოისმინეს საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციები მრავალ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები გაემგზავრნენ ქუთაისში, სადაც დაესწრებიან შავი ლომისა და თელავივ ჰითის თამაშს, ხოლო შემდეგი ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან და მენეჯმენტთან.

ვიზიტი დასრულდება სამშაბათს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან იოსებ ტყემალაძესთან და კავაშირის მენეჯმენტთან შეხვედრით, სადაც სტუმრები მოისმენენ რაგბის კავშირის პოზიციებს სხვადასხვა საკითხებზე.
აღნიშნული ვიზიტი წინ უძღვის მსოფლიოს რაგბის პრეზიდენტის და აღმასრულებელი მენეჯმენტის ვიზიტს რომელიც სექტემბრის ბოლოს იგეგმება.

RUGBY.GE

0.114095