ფეხბურთი

16:01 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი "ლაციოსთან" ძირითად შემადგენლობაშია

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს და ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაშია.

ზოგადად, ლუკამ ჯერჯერობით, იტალიური გუნდის სასტარტოში დამკვიდრება შეძლო, მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა - ერთი საბუთების პრობლემის და მეორე ტრავმის გამო.

ამჯერად, ლოჩოშვილს სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის, ჩირო იმობილეს წინააღმდეგ დაპირისპირება მოუწევს.

„კრემონეზესა“ და „ლაციოს“ შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.11126