ფეხბურთი

14:28 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი გალი: "კვარაცხელიას მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია"

„ნაპოლის“, „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარე ჯოვანი გალიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა თქვა, ქართველს მხოლოდ მომატება შეუძლია და „ნაპოლიმ“ ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა.

„კვარას კარგად არ ვიცნობდი, ვაღიარებ, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი რამდენიმე თამაში ნანახი მქონდა. ცადია, შესანიშნავი ტრანსფერია, ის ახალგაზრდაა და დიდი ენთუზიაზმით ცდილობს ყველა მატჩზე გავლენა მოახდინოს, მას მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია“, - აღნიშნა გალიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ დღეს სერია A-ს მეშვიდე ტურში „მილანს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113794