ფეხბურთი

21:35 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის კომენტარის გამოეხმაურება: "გვახსოვს ისტორია ტოტისა და იკარდისთან, რომლებსაც ეჩხუბა"

„ნაპოლის“ ცნობილმა გულშემატკივარმა გუიდო ტრომბეტიმ ლუჩანო სპალეტი გააკრიტიკა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. მისი თქმით, იტალიელ სპეციალისტს შეუძლია ამის შესახებ გასახდელში ისაუბროს და არა ჟურნალისტების წინაშე.

„გაოგნებული ვარ სპალეტის დამოკიდებულებით. მიზანშეწონილია ყოველი თამაშის შემდეგ საჯაროდ კვარაცხელიას გაკიცხვა? მართალია, ზოგჯერ ეგოისტურად თამაშობს და პასი უნდა გააკეთოს, მაგრამ ამას გასახდელში ვერ ეტყვის? რისი დამტკიცება სურს? ვერაფერსაც ამტკიცებს. აღფრთოვანებული ვარ დე ლაურენტისით, რომელსაც საოცარი მოთმინება აქვს. ჩვენ გვახსოვს ისტორია ტოტისთან და იკარდისთან, რომლებსაც ეჩხუბა“, - თქვა ტრომბეტიმ.

თუმცა, იტალიაში განსხვავებული აზრიც არსებობს ამ თემაზე და სპალეტის ეთანხმებიან:

„სპალეტის სურს კვარაცხელია დაამშვიდოს, რადგან მასზე დიდი ზეწოლაა. სპალეტი ძალიან კარგად მოიქცა, რადგან ახალგაზრდა ბიჭია და მისი ზიანისგან დაცვა საჭიროა“, - თქვა ანდრეა აგოსიტნელიმ, რომელსაც „ნაპოლიში“ მწვრთნელად უმუშავია.

ამავე აზრს იზიარებს ჟურნალისტი ენცო ბუჩიონი: „აშკარაა, რომ მწვრთნელს ეშინია ქართველმა თავი არ დაკარგოს. ლუჩანო მართალია, რომ თოკს მჭიდროდ იჭერს. თუ საჭირო მენტალიტეტი არ გაქვს, საფრთხე არსებობს, რომ მიწაზე ფეხი დაკარგო. თვისებები შერწყმული უნდა იყოს მონდომებასა და თავმდაბლობასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ირევა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110776