ფეხბურთი

17:23 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი მეკარე: "კვარაცხელია კაკაზე ტექნიკური და ძლიერი ფეხბურთელია"

„ნაპოლის“ ყოფილმა მეკარე ჯენარო იეცომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არც მეტი, არც ნაკლები, რიკარდო კაკას ურჩევნია. ამის შესახებ მან იტალიურ მედიას განუცხადა.

„ხშირად ადარებენ კაკას? მოდით პირდაპირ და ღიად ვისაუბროთ. კვარაცხელია საოცრებაა, ჩემი აზრით, ის ბრაზილიელზე ძლიერია, უფრო ტექნიკურია, ვიდრე „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება“, - აღნიშნა იეცომ.

აქვე გეტყვით, რომ ჯენარო იეცო „ნაპოლიში“ 2005-2011 წლებში თამაშობდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კაკა „მილანის“ მაისურით სერია A-ში ბრწყინავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123308