ფეხბურთი

16:54 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელიამ გამაგიჟა, ყოველთვის მაინტერესებს მისი თამაშის ნახვა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა შტეფან შვოხმა ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიას თამაში ყოველთვის აინტერესებს და დიდებული ფეხბურთელია.

„ახლა მეტისმეტად იოლია იმის თქმა, რომ მაგარი ტრანსფერია. გულწრფელად გითხრათ, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა გამაგიჟა, ყოველთვის მაინტერესებს მისი თამაშის ყურება და ისევ უნდა შევაქოთ კრისტიანო ჯუნტოლი ამ ტრანსფერისთვის. ქართველი ძალიან ძლიერი, ტექნიკური მოთამაშეა, მან აქამდე საოცარი რაღაცები გააკეთა“, - თქვა შვოხმა.

აქვე გეტყვით, რომ შტეფან შვოხი კარიერის განმავლობაში „ნაპოლიშიც“ თამაშობდა, ასევე იცავდა „ტორინოსა“ და „ვიჩენცას“ ღირსებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1026