ფეხბურთი

15:45 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "ნაპოლიდან" რომ წავედი, ბევრი ვიტირე, მაგრამ სხვა არჩევანი არ დამიტოვეს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ფაბიო კანავარომ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც „ნაპოლის“ დატოვება მოუწია. როგორც მან DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნა, კლუბიდან წასვლა არ უნდოდა, მაგრამ პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ აიძულა, რადგან მაშინ „ნაპოლის“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

„როდესაც ნეაპოლში ვბრუნდები, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ამ ქალაქში უნდა იცხოვრო, ვინც ეს არ იცის, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. აქედან ძალიან ადრე წავედი, რადგან კლუბს ფინანსური კრიზისი ჰქონდა და ფული სჭირდებოდა. ახლაც მახსოვს, კორადო ფერლაინოს („ნაპოლის“ მაშინდელი პრეზიდენტი - რედ) სიტყვები, რომელიც მითხრა: „ან „პარმაში“ წახვალ, ან „ნაპოლი“ გაკოტრდება და ეს შენი ბრალი იქნება“. ამის მერე სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ ბევრი ვიტირე. ჩემთვის დასანანია ის, რომ სახლში ვერ მოვიგე ტიტულები, როგორც მაგალითად, ტოტიმ „რომაში“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო ნეაპოლში დაიბადა და „ნაპოლის“ მთავარ გუნდში 1992-1995 წლებში თამაშობდა, მანამდე კი აკადემიაში ირჯებოდა. თუმცა, შემდეგ კლუბმა ნიჭიერი მცველი „პარმაში“ გაყიდა. კანავარო კარიერის განმავლობაში ასევე ითამაშა „ინტერის“, „იუვენტუსის“, „რეალისა“ და „ალ აჰლის“ რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11723