ფეხბურთი

1:30 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლური მედია: "ჭორებს არსებობის საფუძველი არ აქვს, სპალეტის სიტყვები მხოლოდ სტიმულია"

ნეაპოლური ვებგვერდი Area Napoli ლუჩანო სპალეტის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც იტალიელმა „რეინჯერსთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

სპალეტიმ შოტლანდიურ გუნდთან შეხვედრის მერე აღნიშნა, რომ კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, უმაღლესი ხარისხის, მაგრამ უფრო მეტად უნდა გააკეთოს პასები და კარში ყოველ ჯერზე არ უნდა დაარტყას. სწორედ ამის შემდეგ სხვადასხვა ჭორებიც გავრცელდა, თუმცა Area Napoli იტყობინება, რომ გავრცელებულ არცერთ ჭორს არსებობის საფუძველი არ აქვს:

„ვიღაცამ სპალეტის სიტყვები არასწორად გაიგო, გავრცელდა სულელური ჭორები, რომელსაც არსებობის საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც, სიმართლე სხვანაირია და უდავოა: ლუჩანო სპალეტის აქვს დიდი გამოცდილება ფეხბურთელების მართვის და მისი სიტყვები მხოლოდ სტიმულია ფეხბურთელისთვის, რათა გაიზარდოს და გაუმჯობესდეს. რეალობა ნათელია: სპალეტი ცდილობს ხვიჩას ზეწოლა აარიდოს, რადგან ის მხოლოდ 21 წლისაა და სერია A-ში სადებიუტო სეზონი აქვს. სპალეტი ცდილობს, რომ ხვიჩას თავიდან აარიდოს „ჰაერში ფრენა“, რომელმაც შეიძლება მას მხოლოდ ავნოს“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.

0.113161