ფეხბურთი

0:12 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ტელეწამყვანი: "კვარაცხელია არ უნდა შეიზღუდოს, ის მოედანზე შოუს დგამს"

იტალიელმა ტელეწამყვანმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა ჯენარო მონტუორიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და შეუძლია ისტორიაში 20 საუკეთესო მოთამაშეში შევიდეს.

„კვარაცხელია ფენომენია, მაგრამ მისი შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. სპალეტიმ მას ცოტა უსაყვედურა და თქვა, რომ პასი უნდა გააკეთოს და ზედმეტი დრიბლინგი საჭირო არაა. თუმცა, მე არ ვეთანხმები. ქართველმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც თამაშობს, რადგან შოუს დგამს. ჩემი აზრით, ის შეიძლება ისტორიაში 20 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შევიდეს“, - თქვა მონტუორომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1112