ფეხბურთი

21:03 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "კვარაცხელია ვარსკვლავია, რომელსაც ხარვეზებზე სამუშაო აქვს"

ნეაპოლურმა გამოცემა Spazio Napoli-მ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მცირე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ვარსკვლავია, რომელსაც ხარვეზებზე სამუშაო აქვს.

აღნიშნული ვებგვერდი ლუჩანო სპალეტის სიტყვებს გამოეხმაურა, როცა იტალიელმა მწვრთნელმა ქართველს უფრო მეტი პასის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ხვიჩა კვარაცხელია, რა თქმა უნდა, „აძურის“ სეზონის დასაწყისის სიმბოლოა. ქართველი გარემარბი ნეაპოლში ზოგადი კრიტიკისა და ლორენცო ინსინიეს კალიბრის ფეხბურთელის შემცვლელის წნეხის ქვეშ ჩავიდა. კვარაცხელიამ, რომელიც თავდაპირველად ამ ფუნქციისთვის არასათანადოდ მიიჩნეოდა, ძალიან მოკლე დროში მოახერხა გულშემატკივრები თავისი თამაშით მოეხიბლა. ქართველს უკვე შეუძლია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში 4 გოლით და 2 საგოლე პასით დაიკვეხნოს, გარდა ამისა, ის დიდი ჩემპიონივით თამაშობს.

კვარაცხელია მხოლოდ 21 წლისაა და დიდი სურვილი აქვს, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში დაიპყროს. მისი უნარები, დრიბლინგის თვისებები მეტოქის დაცვასთან არაპროგნოზირებად მოთამაშედ აქცევს და მის სიჩქარეს მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

თუმცა, როგორც ყველა ამ ასაკში, მას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ხარვეზები. „ნაპოლის“ 77-ე ნომერი ბურთის ზედმეტად დაჭრას ცდილობს და თავბრუდამხვევი დრიბლინგებისკენ მიდრეკილია. ეს აღნიშნა ლუჩანო სპალეტიმ „რეინჯერსთან“ მატჩის მერე პრესკონფერენციაზე და მძიმე განცხადებაც გააკეთა.

კვარაცხელია კრისტალური ნიჭია, მაგრამ ის, რაც აბსოლუტურ ვარსკვლავებს კარგი მოთამაშეებისგან განასხვავებთ, სწორი არჩევანის გაკეთების უნარია. 21 წლის ასაკში მას ბევრი დრო აქვს ამ კუთხით მომწიფებისა და გასაუმჯობესებლად, რაზეც, რა თქმა უნდა, მუშაობა მოუწევს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 18 სექტემბერს, „მილანს“ დაუპირისპირდება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113915