ფეხბურთი

19:15 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" მწვრთნელი: "დავითაშვილი ჩვენი გუნდის ტექნიკურ ხარისხს აამაღლებს"

ფრანგული „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ მას თამაშის უფლება უკვე აქვს.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი გუნდის ხარისხს აამაღლებს და ადაპტაციაც მალე უნდა გაიაროს.

„ზურიკოს თამაშის უფლება მიეცა და ეს კარგი ამბავია. ვარჯიშის დროს დავინახეთ, რომ ის მოგვიტანს ტექნიკურ ხარისხს, სეზონის სტარტზე თავის ყოფილ კლუბში თამაშობდა, თუმცა მან ჩვენი პრინციპები უნდა გაიგოს, რათა თავისი თვისებებით თანაგუნდელებს დაეხმაროს. ის გუნდზე ორიენტირებული მოთამაშეა, ყოველთვის ხელმისაწვდომი. ღიად და სწრაფად უნდა მოგვერგოს“, - თქვა გიონმა.

შეგახსენებთ, რომ „ბორდო“ 17 სექტემბერს, „დიჟონს“ დაუპირისპირდება და ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შესაძლოა ამ მატჩში შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11258