ფეხბურთი

22:35 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" 2013 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი პირველად მოიგო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით გაიხსნა, რომლებიც E და F ჯგუფებში გაიმართა.

„მილანმა“ ავსტრიულ „ზალცბურგთან“ ფრის შემდეგ პირველი ტურის მთავარი სენსაციის შემოქმედი ზაგრების „დინამო“ საკუთარ მოედანზე მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა. იტალიის ჩემპიონი პირველი ტაიმის ბოლოს პენალტით ოლივიე ჟირუმ დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ალექსის სალმაეკერსმა სხვაობა გააორმაგა. მართალია, მალევე მისლავ ორშიჩმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაშის მიწურულს ტომაზო პობეგამ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა და საბოლოოდ „როსონერიმ“ 3:1 მოიგო. სხვათა შორის, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო თამაშში 2013 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა - მანამდე იყო 3 ფრე და 3 წაგება.

„მილანმა“ ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, ხოლო ზაგრებელების აქტივში 3 ქულაა.

კიდევ ერთი თამაში F ჯგუფში შედგა, სადაც დონეცკის „შახტარმა“ გლაზგოს „სელტიკს“ უმასპინძლა და გუნდებმა გოლები გაცვალეს, შედეგად, ქულები გაიყვეს. შოტლანდიელები ბონდარენკოს ავტოგოლით იგებდნენ, მაგრამ შესვენებამდე მუდრიკმა ანგარიში გაათანაბრა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. „შახტარს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს, ხოლო „სელტიკის“ აქტივში 1 ქულაა.

„მილანი“ – „დინამო ზაგრები“ (1:0)

გოლები: 1:0 ჟირუ (45, პენ), 2:0 სალმაეკერსი (47), 2:1 ორშიჩი (56), 3:1 პობეგა (77)

„შახტარი“ – „სელტიკი“ (1:1)

გოლები: 0:1 ბონდარენკო (10, ა.გ), 1:1 მუდრიკი (29)

0.127469