ფეხბურთი

12:15 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იულიან ნაგელსმანი: "ეფექტურები ვიყავით და ამიტომაც მოვიგეთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უფრო ეფექტურები იყვნენ, ვიდრე მეტოქე და ამიტომაც მოიგეს.

„პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, „ბარსას“ მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მეტი სისწრაფით, ორი გოლი გავიტანეთ, ეფექტურები ვიყავით და ამიტომაც გავიმარჯვეთ. მანე? მან ახალ პოზიციაზე ითამაშა, ჯერ ახალწვეულია და თანაგუნდელებთან ბოლომდე შეთამაშებული არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოუმატებს.

ლევანდოვსკი? კარგად ითამაშა, მაგრამ ვერ გაიტანა, რაც ჩვენთვის დადებითია. დავინახეთ, რომ ძალიან სახიფათო იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მას თბილად შევხვდი, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელი აღარ არის, ამიტომ, ახლა შეკითხვები მასზე ჩავის უნდა დაუსვათ“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი „პლზენს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.129804