ფეხბურთი

11:02 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი: "კვარაცხელია ნამდვილი ჩემპიონივით თამაშობს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ნიკოლა ვენტოლამ ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი გააკეთა და მისი თამაშით ძალიან მოიხიბლა. როგორც „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, კვარაცხელიასგან მოედანზე ჩემპიონური მოქმედებები დაინახა.

„ხვიჩა მხოლოდ ფინიშერი არ არის, მე ნამდვილი ჩემპიონური მოქმედებები ვნახე მის თამაშში, რაღაც აბსურდული მოქმედებები. ეს ბიჭი ძალიან მაგრად ითამაშებს და „ნაპოლიმ“ შესანიშნავი ტრანსფერი გააკეთა, რადგან ადვილი არ იყო ზოგიერთი მოთამაშის შეცვლა, მაგრამ ახალწვეულებმა ადაპტაცია ეგრევე გაიარეს“, - თქვა ვენტოლამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121256