ფეხბურთი

11:24 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი ტუხელზე: „მის საქმეში ცხვირს ყოფდნენ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, რიო ფერდინანდმა, ტომას ტუხელის „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გერმანელი სპეციალისტი რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

„კულისებს მიღმა ფეხბურთელებს ვესაუბრე და ტუხელის კლუბში მდგომარეობა მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ტომასს ხელმძღვანელობასთან ხშირი ურთიერთობა არ უყვარდა. მაგრამ ისინი ცხვირს ისეთ საქმეებში ყოფდნენ, რაც მხოლოდ მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაა.

საქმე შემადგენლობის შერჩევამდეც კი მიდიოდა. ასეთ სიტუაციაში კარგად გესმით რატომ იწყებს მწვრთნელი წინააღმდეგობის გაწევას.

ტუხელი პიროვნებაა. ხასიათიანი კაცია და ცხადია, ასეთ მიდგომას არ დათანხმდებოდა. სხვას შეიძლება მოეთმინა ახალი ხელმძღვანელების თავგასულობა, მაგრამ ტომასი „ის ბიჭი“ არ არის.“ - ამბობს ფერდინანდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112901