ფეხბურთი

10:16 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მესის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ლოიკ ტანზი.

წყაროს ცნობით, არგენტინელს ახალ, ორწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ. კლუბში მისი თამაშის ხარისხი აკმაყოფილებთ. ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. სავარაუდოდ მაგიდას მხარეები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიუსხდებიან.

მიმდინარე სეზონში პსჟ-ის მაისურით არგენტინელმა ფრანგულ ლიგა 1-ში შვიდი მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113745