ფეხბურთი

15:40 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" მწვრთნელი: "დავითაშვილი ჩვენს შეტევაში დამატებითი იარაღია"

ფრანგული „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გუიონმა ზურიკო დავითაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის შეტევაში დამატებითი იარაღია.

„ალიუ ბაჯისა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებით შეტევაში უფრო მეტი იარაღი გვაქვს. ახლა მთავარია, როგორც ავითვისებთ ამ ყველაფერს და მოერგებიან ფეხბურთელები“, - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, „ბორდო“ ლიგა 2-ის მერვე ტურში „სენტ ეტიენს“ ესტუმრება და სავარაუდოდ, დავითაშვილის ფრანგული კარიერის დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგება. „ბორდო“ ლიგა 2-ის 7 ტურის შემდეგ 14 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114095