ფეხბურთი

19:53 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსის" გრემ პოტერი გაწვრთნის

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად გრემ პოტერი ოფიციალურად დაინიშნა. ინგლისელ სპეციალისტს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

პოტერმა ტომას ტუხელი შეცვალა, რომელიც „არისტოკრატებიდან“ გუშინ დაითხოვეს. საინტერესოა, რომ „ჩელსიმ“ „ბრაიტონს“ პოტერის გასათავისუფლებლად 23 მილიონი ევრო გადაუხადა.

47 წლის პოტერს აქამდე მხოლოდ „ოსტერსუნდში“, „სუონსი სიტისა“ და „ბრაიტონში“ უმუშავია. „ჩელსის“ პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108572