ფეხბურთი

2:59 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლავეცი: "კვარაცხელიამ შიშის გარეშე და დიდებულად ითამაშა"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ „ლივერპულთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. როგორც მან თქვა, კვარამ შიშის გარეშე და დიდებულად ითამაშა.

„კვარაცხელიამ დიდებული თამაში ჩაატარა, ძალიან ხარისხიანი. შიშის გარეშე და ძლიერი ხასიათით ითამაშა. ეს ბიჭი ძალიან ტექნიკურია და კლასიც აქვს“, - თქვა ლავეციმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და „ლივერპულთან“ შეხვედრაში (4:1) საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, „სპეციასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ გასვლაზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109587