ფეხბურთი

2:40 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: "კვარაცხელიას შეჩერება ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის დაწერა"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა. ლინეკერი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და აღნიშნა, რომ ისეთივე რთულია მისი შეჩერება, როგორც მისი გვარის დაწერა:

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამაღელვებელი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ის „ლაციოს“ წინააღმდეგ ვნახე და შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად დაწერა“, - წერს ლინეკერი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და „ლივერპულთან“ შეხვედრაში (4:1) საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, „სპეციასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ გასვლაზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116334