ფეხბურთი

18:00 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკო კაუზიო: "კვარაცხელიასგან ის ვნახე, რაც მხოლოდ მარადონას შეეძლო"

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და არც მეტი, არც ნაკლები, დიეგო მარადონას შეადარა.

„კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია. მარჯვენა-მარცხენა ფეხით დარტყმის საოცარი მანერა აქვს. მე ვნახე ის, რაც მხოლოდ დიეგო მარადონას შეეძლო, ვიცი, რომ მძიმე შედარებაა, მაგრამ ნება მომეცით ეს გავაკეთო“, - თქვა კაუზიომ.

ფრანკო კაუზიო იტალიის ნაკრებში 1972-1983 წლებში თამაშობდა (63 მატჩი, 6 გოლი) და 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, ყველაზე დიდი პერიოდი კი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 1966-1968 და 1970-1981 წლებში ირჯებოდა და „ბიანკონერის“ ერთ-ერთი ლეგენდაა.

0.113073