ფეხბურთი

11:49 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Girondinfos: "დავითაშვილი უაღრესად საინტერესო და ტექნიკური მოთამაშეა"

ფრანგული ვებგვერდი Girondinfos ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს, რომ ის სატრანსფერო ბაზარზე „ბორდოს“ ყველაზე კარგი შენაძენია. როგორც გამოცემა იტყობინება, მას სხვა შეთავაზებებიც ჰქონდა, მაგრამ „ბორდო“ აირჩია.

„ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი არის ის, ვისაც რეალურად ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მეტად დამატებითი ღირებულების მოტანა შეუძლია - ეს არის ზურიკო დავითაშვილი. ის უაღრესად საინტერესო მოთამაშეა, ძალიან ტექნიკური. 21 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში უკვე 18-ჯერ ითამაშა. მას ძალიან კარგი კლუბები აკვირდებოდნენ, მაგრამ უჩვეულო არჩევანი გააკეთა და ჩვენ შემოგვიერთდა. ნამდვილად ვფიქრობთ, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ის ყველაზე მომგებიანი შენაძენი იქნება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113574