ფეხბურთი

17:06 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარაცხელიათი კმაყოფილი ვარ, არა მარტო, როგორც ფეხბურთელის, არამედ როგორც პიროვნების"

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას ამ ტურნირზე დებიუტი ექნება. ქართველი ფეხბურთელის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ ილაპარაკა.

„რატომ ვცვლი ყველა შეხვედრაში? ეს ნორმალურია, როცა 5 ცვლილების უფლება გაქვს, შეიძლება საუკეთესო მოთამაშეებიც შეცვალო იმის მიუხედავად, როგორ კონდიციაში არიან. მგონია, რომ კვარა იდეალურ კონდიციაშია, მაგრამ „ნაპოლის“ სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. კმაყოფილები ვართ ბიჭით, გარდა ფეხბურთელის თვისებებისა, მისი პიროვნებით და ადამიანობით“, - თქვა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე.

ხვიჩას შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა ნეაპოლელთა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც, რომელიც იმედოვნებს, რომ კვარა „ლივერპულთანაც“ მაგრად ითამაშებს:

„როცა ჩვენთან კონტრაქტი გააფორმა, მაშინვე მივწერე და ვუთხარი, რომ გუნდში ველოდებოდით, ყველა ხედავს, რომ ძალიან კარგად დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ ხვალაც ასე კარგად ითამაშებს“, - აღნიშნა იტალიელმა მცველმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114631