ფეხბურთი

15:54 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „რეალში“ არასოდეს მითამაშია, მაგრამ ეს კლუბი ჩემი სახლივითაა“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთხელაც შეიძლება მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს კილიანი ფაქტობრივად გადასული იყო „სამეფო კლუბში,“ მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და და ისევ პსჟ-ში დარჩა. რითაც მადრიდელთა პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის რისხვა გამოიწვია და ათქმევინა: სანამ „რეალში“ ვარ, მბაპეს ფეხი აქ არ იქნებაო.

მაგრამ ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო. „რეალში“| არასოდეს მითამაშია, მაგრამ ეს კლუბი ჩემი სახლივითაა და არასოდეს იცი, მომავალში რა მოხდება.“ - ეს კილიანის სიტყვებია, რომელსაც The New York Times ციტირებს.

0.110594