ფეხბურთი

13:17 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "უფრთხილდით კვარაცხელიას, ის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია"

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო.

„ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით. მან გუნდს დიდი მენტალიტეტი მოუტანა. უფრთხილდით ხვიჩა კვარაცხელიას. ის ძალიან ნიჭიერი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, თითქოს ევროპაში თამაშისთვის დაიბადა“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ კვარაცხელიათი დაინტერესებული იყო, მაგრამ ფაბიო პარატიჩისა და ანდრეა პირლოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, ტრანსფერი ჩაიშალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119162