ძიუდო

12:39 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარა ძიუდოისტთა 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრები იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

საქართველოს ნაკრებს გუშინ გიორგი ქალდანმა (73კგ), ზურაბ ზურაბიანმა (60კგ), ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) სამი მედალი მოუტანეს.

გიორგი ქალდანმა ფინალურ ბრძოლაში ფრანგ პეტიტს სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ზურაბ ზურაბიანი კი უკრაინის სახელით მოასპარეზე დავით ხორავასთან დამარცხდა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ნუკრი მიღრიჯანაშვილს, მან ბრძოლა მოლდოველ კრეტუსთან დათმო და ბრინჯაოს მედალი აიღო.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები გუნდი ევროპირველობაზე გამოსვლას აგრძელებს და მედლების მპოვებას: ინა ქალდანი (-70კგ), გიორგი ბერიძე (-90კგ) და ლაშა ყიზილაშვილი (-90კგ) ეცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110943