ფეხბურთი

1:10 | 3.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარკოს ალონსო "ბარსელონას" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ მარკოს ალონსო დაიმატა. ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელმა მცველმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო იქნება.

მარკოს ალონსომ კარიერა მადრიდის „რეალში“ დაიწყო, შემდეგ „ბოლტონში“, „სანდერლენდში“, „ფიორენტინასა“ და „ჩელსიში“ ითამაშა, სადაც 2016 წლიდან 212 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

0.122019