ფეხბურთი

13:45 | 2.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიენგმა "ლიდსში" ტრანსფერი "ნიცას" გამო ჩაშალა, სადაც სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მარსელის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელ ბამბა დიენგს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია გადახდა.

სენეგალელი მზად იყო „მარსელი“ დაეტოვებინა და „ლიდსში“ გადასულიყო, რომელთანაც შეთანხმება მიღწეული ჰქონდა. როდესაც აფრიკელი ნახევარმცველი აეროპორტში იყო და კერძო თვითმფრინავით ინგლისში გასაფრენად ემზადებოდა, შეთავაზება „ნიცადან“ მიიღო.

დიენგმა გადაწყვიტა, რომ ინგლისში გადაბარგებას საფრანგეთში დარჩენა და „ნიცაში“ გადასვლა სჯობდა. ამიტომაც, ტრანსფერს „ლიდსი“ ჩაეხსნა და ის ნიცაში წავიდა, თუმცა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და საბოლოოდ, „მარსელში“ დაბრუნება მოუწია...

22 წლის ბამბა დიენგს "მარსელში" 2020 წლიდან 42 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

0.109923