ფეხბურთი

16:20 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" არტურს დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსმა“ არტურ მელოს გუნდიდან გაშვება მოახერხა. მართალია, ჯერ ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ საათების ამბავია.

მოულოდნელობა ის არის, რომ ბრაზილიელი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. რომეო აგრესტი იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმდნენ და „წითლები“ 26 წლის ბრაზილიელს, რომელმაც „იუვეში“ მოლოდინი ვერ გაამართლა, ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. სამედიცინო შემოწმებას არტური დღეს გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

არტური „იუვენტუსმა“ 2020 წელს „ბარსელონადან“ დაიმატა მირალემ პიანიჩთან ბარტერით. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111649