ფეხბურთი

15:38 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

Marca: რონალდუს „ნაპოლისგან“ აქტუალური საიჯარო წინადადება აქვს. ტრანსფერი შეიძლება დღეს განხორციელდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჯერ კიდევ შეიძლება დატოვოს პრემიერლიგა და კარიერა იტალიაში გააგრძელოს. 37 წლის პორტუგალიელს აქტუალური საიჯარო წინადადება აქვს „ნაპოლისგან“ - გვამცნობს ესპანური Marca.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი შეიძლება დღესვე, 1 სექტემბერსვე შედგეს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკანასკნელ საათებში. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლის“ გარდა კრიშტიანუს სერიოზული კლუბებიდან სხვა შეთავაზება არ აქვს. მას კი ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს.

0.119276