ფეხბურთი

14:21 | 1.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ჰოლანდი ყველა ასპექტში უძლიერესია, განსაკუთრებით საჯარიმოში“

პრემიერლიგის მე-5 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ნოტინგემ ფორესტი“ 6:0 დაამარცხა. სამი გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. ეს ნორვეგიელის მიჯრით მეორე ჰეთ-თრიქი გახლდათ. მატჩის შემდეგ „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჰოლანდზე ისაუბრა.

„დღეს ყველაფერი შესანიშნავად იყო. ვიცი, რომ ჰოლანდი ბედნიერია როცა გოლები გააქვს, მაგრამ მისთვის მთავარი გამარჯვებაა. თუ ის რეკორდებს დაამყარებს და „სიტი“ ვერ მოიგებს, ბედნიერი არ იქნება.

ჰოლანდი ყველა ასპექტში უძლიერესია, განსაკუთრებით საჯარიმოში.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

0.100443