ფეხბურთი

18:10 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: "რონალდუ რჩება, რადგან გუნდში ხარისხიანი ფეხბურთელები მჭირდება"

„მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუსა და აარონ ვან-ბისაკას მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდში ბევრი ფეხბურთელი სჭირდება და შესაბამისად, რონალდუ რჩება.

„დუბრავკას შეძენით ჩვენი სატრანფერო ფანჯარა დასრულდება, მაგრამ თუ კარგი შესაძლებლობა იქნება, როგორც ტოპკლუბი, მზად უნდა ვიყოთ. რონალდუ? აშკარაა, რომ ის რჩება. ჩვენ ხარისხიანი მოთამაშეები გვჭირდება და გუნდში მეტი ფეხბურთელი უნდა იყოს. ეს როტაციისა და სტაბილურობის საშუალებას მოგვცემს. რჩება ვან-ბისაკაც. „მანჩესტერი“ ამ შემადგენლობით მინიმუმ იანვრამდე ითამაშებს“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და კლუბის დატოვებს ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა. ბოლოს მას „ნაპოლის“ უკავშირებდნენ, თუმცა მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა. აქვე გეტყვით, რომ სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება.

0.107479