ფეხბურთი

21:55 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი მილანის "ინტერთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ მილანში „ინტერს“ ესტუმრება და ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაშია.

მატჩის დაწყებამდე საათით ადრე ორივე გუნდის შემადგენლობა გახდა ცნობილი და მასიმილიანო ალვინიმ 24 წლის მცველი სასტარტო 11-ეულში გაამწესა.

ლოჩოშვილის დებიუტი მეორე ტურში „რომასთან“ შედგა, თუმცა წინა შეხვედრა „ტორინოსთან“ თავის დაზიანების გამო გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუ ტრავმირებულია, ლაუტარო მარტინესი კი სიმონე ინძაგიმ თადარიგში დატოვა. "ინტერი" ედინ ჯეკოსა და ხოაკინ კორეას დუეტით შეუტევს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121057