ფეხბურთი

21:26 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობინ გოზენსი შესაძლოა ბუნდესლიგაში გადავიდეს

მილანის „ინტერი“ შესაძლოა რობინ გოზენსმა დატოვოს. გერმანელი ნახევარმცველი „ნერაძურის“ იანვარში შეუერთდა, მაგრამ იტალიური მედია მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს - მას კლუბის დატოვება შეუძლია.

გოზენსის გადაბირება ლევერკუზენის „ბაიერს“ სურს და ამ კლუბის წარმომადგენელი მილანში იმყოფებიან. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ მხარეები მიტჩელ ბაკერთან ბარტერზე საუბრობენ.

28 წლის გერმანელმა „ინტერის“ მაისურით დღემდე 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე მან სახელი ბერგამოს „ატალანტაში“ გაითქვა, სადაც 157 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გოზენსი გერმანიის ნაკრების წვერია, გერმანულ კლუბში არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109817