ფეხბურთი

19:40 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ვიცე-კაპიტანი პსჟ-ში გადავა

„ვალენსიას“ კაპიტანი კარლოს სოლერი დიდი ალბათობით „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ფრანგული კლუბი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გაიღებს, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. პსჟ-ში სოლერისთვის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე მზადაა.

ამრიგად, ჯენარო გატუზოს გუნდს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე ვიცე-კაპიტანი ტოვებს.

კარლოს სოლერი „ვალენსიას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წლიდან დღემდე 226 შეხვედრაში 36 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107516