ფეხბურთი

17:06 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ანტონის ტრანსფერი დაადასტურა

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა ამსტერდამის „აიაქსიდან“ ანტონის ტრანსფერი.

გარიგების ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა და 22 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ამრიგად, სამხრეთამერიკელი ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით ისევ ითამაშებს, რომელსაც ამსტერდამული გუნდიდან კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, ანტონი „აიაქსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 82 შეხვედრაში 25 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „სან პაულუს“ წევრი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.109674