ფეხბურთი

21:50 | 29.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტიგენგემმა" რენან ლოდი დაიმატა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა „ნოტინგემ ფორესტმა“ ბრაზილიელი მცველის, რენან ლოდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს მადრიდის „ატლეტიკოდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ლოდიმ „როხიბლანკოში“ ბოლო სამი სეზონი გაატარა და 118 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ატლეტიკო პარანაენსეს“ წევრი იყო.

თავის მხრივ, „ატლეტიკომ“ ბრაზილიელი განაპირა მცველი სერხიი რეგილონით შეცვალა, რომელიც ბოლოს „ტოტენჰემში“ იყო, მანამდე კი მადრიდის „რეალსა“ და „სევილიაში“.

0.117324