ფეხბურთი

20:08 | 28.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონი "მანჩესტერში" 100 მილიონ ევროდ გადავა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრაზილიელი ნახევარმცველის ანტონის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს და კონტრაქტის გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას, გარდა ბიუროკრატიული საკითხებისაც.

აღსანიშნავია, რომ ანტონი დღეს „უტრეხტთან“ მატჩში „აიაქსის“ განაცხადში არ იყო.

ბრაზილიელმა გარემარბმა გასულ სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107319